დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დღეიდან, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც მუშაობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს მიიღო.
რაც შეეხება მგზავრებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან აღდგა, გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31124546.html
#ახალი_ამბები
#twitter