არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავეთ სცნეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სამართალდამცველებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.