ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ - გერმანია
Headline
იენს შპანი-გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა ვირუსთან დაკავშირებით. მისი თქმით გერმანია აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო. კორონავირუსმა და პანდემიამ შეცვალა უამრავი გარემოება. მისი თქმით გერმანიამ და არამარტო ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.
„სიენენი“ ავრცელებს მის განცხადებას სადაც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ამბობს, რომ ქვეყანას მოუწევს, ახალ ჩვეულ რეალობას მოერგოს, ვინაიდან, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
„გერმანიაში ინფიცირების ახალმა შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რამაც მოგვცა საშუალება, ცოტათი შეგვემსუბუქებინა ის შეზღუდვები რაც დავაწესეთ ახალიკორონა ვირუსის გავრცელების გამო. ეს მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად გადავდივართ ახალ ჩვეულ რეჟიმზე . გერმანია არ იქნება ისეთი, როგორც მანამდე იყო. ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის ახალი მდგომარეობა და ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ
ჩვენ გვჭირდება ბალანსისრება. არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საზოგადოების ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის, რადგან ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია. ვერ გექნება კარგად აღჭურვილი ჯანდაცვის სისტემა ძლიერი ეკონომიკის გარეშე“-განაცხადა იენს შპანმა.
ასევე მანდ განახცადა რომ აუცილებელია ადამიანებმა თვეობის განმავლობაში დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები.
წყარო -CNN
#German
#coronavirus
#covid19
#corona
#headline