კელი დეგნანის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შიდა ქართლში ყოფნისას ილაპარაკა რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ.
„კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და კვლავ შევახსენო რუსეთს, რომ მან უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულება. უნდა მიეცეს შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად მგზავრობის, ერთმანეთთან შეხვედრის, ოჯახების გაერთიანების, მეგობრობის გაერთიანების, ისე როგორც ეს იყო კონფლიქტამდე“, - ამბობს კელი დეგნანი.
ელჩი დაესწრო კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩაუშვების ცერემონილს. პროექტის მხარდამჭერია „სტარტაპ საქართველო" და USAID, რომლის მიზანსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეკონომიკურ ზრდა წარმოადგენს.
კელი დეგნანმა სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა. მისი ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთო-სა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად მოხდა.
დიპლომატი, აგრეთვე, შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ ქალებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30712033.html
#ახალი_ამბები
#twitter