"Forbes"-მა ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ტიკ-ტოკერების სია გამოაქვეყნა

ByPerreau MagazineGeorgia11 Jan, 2022
18
სტატიის მიხედვით 2021 წელს პლათფორმის ყველაზე ცნობილ კრეატორთა ქონებამ 55.5 მილიონ დოლარს მიაღწია, ამ რიცხვებმა 200%-ით გადააჭარბა წინა წლის შედეგებს.
ტიკ-ტოკერთა ასეთი წინსვლა, კარიერის პლატფორმის მიღმა განვითარებამ განაპირობა. მათ შორის იყო სატელევიზიო შოუები, დიზაინერებთან კოლაბორაცია, საკუთარი ტანსაცმლის ან თავის მოვლის ხაზების გამოშვება და ა.შ.
სიაში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილებს ცნობილი დები, ჩარლი და დიქსი დამელიოები იკავებენ. მათ ხშირად კარდაშიანების ოჯახსაც ადარებენ, დამელიოებმა 2021 წლის სექტემბერში "HULU"-სთან თანამშრომლობით რეალითი შოუ - "The D'Amelio Show" გამოუშვეს.
ჩარლი პლატფორმაზე, გამომწერთა რაოდენობით პირველია, მისი follower-ების რიცხვი ამ მონაცემებით 133.2 მილიონია.
რაც შეეხება დიქსის, მან ორი წელია, რაც მუსიკალური კარიერა დაიწყო, ამ დროის განმავლობაში დიქსიმ არა ერთი სინგლი გამოაქვეყნა და შოუ-ბიზნესის მრავალ წამყვან მომღერალთან გააფორმა კოლაბორაცია.
დებს საერთო ტანსაცმლის ხაზი "Social Tourist"-იც აქვთ, რომელიც საცალო ვაჭრობის დაახლოებით 500 მაღაზიაში იყიდება.
ამ ყველაფრმა ხელი შეუწყო, რომ დამელიოების წლიური შემოსავალი 7 მილიონიდან 27.5 მილიონამდე გაზრდილიყო
სიაში ასევე ლიდერობს ედისონ რეი, რომელიც რიგით მესამეა გამომწერთა რაოდენობით ( 86.1 მლნ)
მისი საოცარი პოპულარობა პირველ რიგში ედისონის და ქორთნი კარდაშიანის მეგობრობამ გამოიწვია. ინტერვიუების მიხედვით ქორთნის შვილის, მეისონ დისიკის საყვარელი ტიკ-ტოკერი სწორედ რეი გახლდათ, კარდაშიანმა შვილს ოცნება აუხდინა და ედისონს შეახვედრა, ამ შეხვედრიდან დაიწყო მათი გახმაურებული მეგობრობა, რომელიც ედისონისთვის განსაკუტრებით სარფიანი აღმოჩნდა.
ამასთან ერთად იყო “Netflix”-ის ფილმი „She is all That”, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა, კოლაბორაცია არა ერთ ბრენდთან, საკუთარი დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი და პირველი საავტორო სინგლი "Obsessed". 
საერთო ჯამში პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრეატორის ქონება 8.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
წარმოგიდგენთ სრულ სიას: 
1. Charli D’Amelio - 17.5 მილიონი
2. Dixie D'Amelio - 10 მილიონი
3. Addison Rae - 8.5 მილიონი
4. Bella Poarch - 5 მილიონი 
5. Josh Richard - 5 მილიონი 
6. Kris Collins - 4.75 მილიონი 
7. Avani Gregg - 4.75 მილიონი
ByPerreau MagazineGeorgia11 Jan, 2022
18