Garbage Kids I Finctionfunctionfiction

6
"Garbage Kids" თბილისში მოღვაწე შემოქმედებითი კოლექტივია. არქიტექტურული განათლების მქონე ხელოვანებბი ამჟამად ფოკუსირებულნი არიან დიზაინის ობიექტების შექმნაზე. ისინი ხშირად ათვლის წერტილად საზოგადოების მიმართ იმედგაცრუებას იღებენ, სადაც ზედმედი მოხმარების სისტემები ახალისებს დრობითსა და ერთჯერადს. თუმცა კოლექტივი ცდილობს ეს ყოველივე პოზიტიურ გამოცდილებად გადააქციოს და უსასრულო ზრდისკენ ისწრაფვის შეზღუდული რესურსების პირობებში.
"Garbage Kids" სწავლობს ხალხურ კულტურებს და ქმნის ობიექტებს, რომელთა შესაქმნელად ძირითადად ნარჩენი მასალებია გამოყენებული - ქარიშხალში წაქცეული ხეები, მიტოვებულ კარიერებში ნაპოვნი ქვები, მშენებლობიდან ან დანგრევიდან მორჩენილი მასალა და სხვა.
კოლექტივი აერთიანებს ხელსაქმის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას როგორც ესტონეთიდან, ისე საქართველოდან, რაც საინტერესო, ხალისიან და უჩვეულო შემოქმედებით პრაქტიკაში გამოვლინდება. "Garbage Kids" ცდილობს მემკვიდრეობით მიღებული მნიშვნელობების (ფორმების, კონცეფციებისა და ხედვის, რომლებიც ისტორიულ და პრეისტორიულ ხელოვნებაში გვხვდება) თარგმნოს ანალოგიებისა და გამონაგონების სერიებად.
"Garbage Kids"-ის წევრები არიან ნიკა გაბისკირია, ულა ალა და ლუკა აბაშიძე. 
გამოფენა გრძელდება 17 ოქტომბრის ჩათვლით.
6