მსოფლიოში
განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც კოვიდის ახალი შტამით, ომიკრონით არის გამოწვეული,
არა ერთი ღონისძიების ფორმატი შეიცვალა, ზოგი მათგანი სულაც გადაიდო. მათ შორის იყო ოქროს გლობუსის რიგით 79-ე დაჯილდოება,
რომელიც 9 იანვარს იმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა „Hollywood Foreign
Press Association“-მა აღნიშნა "Golden Globe"-ი სტუმრების, აუდიტორიის და წითელი ხალიჩის
გარეშე გაიმართება. ჯერ-ჯერბით როგორ მოხერხდება ცერემონიის ამ ფორმატით ჩატარება ცნობილი არ არის.
ოქროს გლობუსის ნომინანტების სია შეგიძლიათ იხილოთ
ლინკზე. აღსანიშნავია, რომ ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო "Grammy"-ის დაჯილდოებაც.