Google შოკშია, ხელოვნური ინტელექტი - საგონებელში❗️

6
მე, როგორც ბედკრული საქართველოს შვილმა, მოვინდომე ინფორმაციის მოძიება გლობალური ომის პარტიის შესახებ. 
შედეგები ასეთია:
🆘Google შოკში ჩავარდა და სასოწარკვეთილმა კულტურულად მიმანიშნა ჯერ გაარკვიეო - Are they trusted on this topic? ალბათ გაიფიქრა კიდეც თავის ციფრულ გულში რა სისულელეს მეკითხება ეს დეგენერატიო🤦🏻‍♂️
🆘ჩატბოტი (ChatGPT) გაოცდა და ხელოვნური ინტელექტი (AI) საგონებელში ჩააგდო, როცა ვთხოვე ინფორმაცია გლობალური ომის პარტიის წევრებზე და მანაც თავაზიანად მიპასუხა - "without a specific context, it's challenging to pinpoint exact members of such a hypothetical "Global War Party" 🤦🏻‍♂️
საბოლოოდ, მივედი დასკვნამდე, რომ ამერიკელი მასონების მოწყობილია ასეთი ინფორმაციული ვაკუუმი და მოცემულობა ითხოვს საპასუხო სანქციებს❗️❗️❗️
კერძოდ⬇️
Apple (🍎) ამერიკული კომპანიაა, ხოლო მისი გენერალური დირექტორი ტიმ კუკი (Tim CooK) გაცხადებული გეია🌈, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში 3 ტრილიონ 💵 დოლარამდე გაზარდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია!..
სწორედ ამიტომ, ყოველი თავმოყვარე ქართველი პატრიოტი და ქრისტიანი ვალდებულია ჩაერთოს მასონთა წინააღმდეგ беспощадный ომში და საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, უარი თქვას ამერიკული კომპანიის პროდუქტებზე. კერძოდ, საყვარელ  📲iPhone-ებზე, 💻Mac-ებზე, ⌚️Watch-ებზე, 🎧AirPods-ებზე და ა.შ.
ვინც ეთანხმებით - გააზიარეთ, ქართველნო❗️ ღირსებით წინ, черт его знает куда❗️
P.s უფალო შეგვიწყალენ, ოღონდ მართლა შეგვიწყალენ🙏🏻
6