GRB 221009A იყო ყველაზე მძლავრი გამა გამოსხივება, რომელმაც ჩვენს ატმოსფერომდეც კი მოაღწია

3
ეს იყო ყველაზე მძლავრი გამა გამოსხივება, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია 💥
მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენგან დაახლოებით 2.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე იყო, ეს 10-წუთიანი გამოსხივება საკმარისად ძლიერი იყო ჩვენს ატმოსფეროზე ზემოქმედებისთვის.
ის ვარსკვლავთშორის სივრცეში ზონდმა „ვოიაჯერ 1“-მაც კი აღმოაჩინა.
ზოგიერთმა ასტრონომმა მას BOAT უწოდა, ან ყველა დროის ყველაზე კაშკაშა გამოსხივება (Brightest of all time).
გამა სხივების გამოტყორცნა სინათლის ყველაზე ენერგიული ფორმაა, რომელიც გამოწვეულია სამყაროში ყველაზე ფეთქებადი მოვლენების შედეგად.
გამა გამოსხივების გამოტყორცნა შესაძლოა წამის ფრაქციადან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს და წარმოუდგენლად კაშკაშაა - იმდენად, რომ ხშირად ირგვლივ არსებულ გალაქტიკებს მთლიანად ჩრდილავენ, მოკლე დროით.
როგორც წესი, ისინი დაკავშირებულია მასიური ვარსკვლავების შავი ხვრელების მიერ შთანთქვასთან ან ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმასთან, რაც იწვევს უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლებას, რაც ექვივალენტურია იმისა, რასაც მზე ათავისუფლებს მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
2022 წლის 9 ოქტომბერს ასტრონომებმა ყველაზე ძლიერი გამა გამოსხივების გამოტყორცნა აღმოაჩინეს, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
იგი წამში 6 მილიონზე მეტ გამა ფოტონს ათავისუფლებდა, რაც ბევრად აღემატება წინა რეკორდსმენების მაჩვენებელს.
გამოსხივება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენი ბევრი კოსმოსური დეტექტორი მოიცვა და მეცნიერები თვლიან, რომ, დედამიწის ცაზე, ყველაზე კაშკაშა იყო ბოლო 10 000 წლის განმავლობაში.
მან დედამიწაზე რადიოკავშირის შეფერხებაც კი გამოიწვია.
3