Hack Days Georgia 2023 იწყება! | 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

ByFeedcGeorgia
8
ტექ-ენტრეპრენერის - ნიკო კვარაცხელიას სამახსოვროდ, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი და Gagra Ventures-ი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Hack Days Georgia 2023 ოფიციალურად აანონსებენ. ეს ღონისძიება გააერთიანებს არაერთ აქტივობას - იდეათონს, ჰაკათონს, პრე-აქსლერაციას, აქსელერაციას და სხვა;
ღონისძიებების სერიიდან პირველი, სტარტაპ მარათონი იქნება. სადაც ერთმანეთს 20-მდე გუნდი ინოვაციური პროდუქტის შეზღუდულ დროში განვითარებაში შეეჯიბრება. ღონისძიების საპრიზო ფონდი 30 000 $-მდეა.
ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც პირველი ორი დღე სამუშაო პროცესს, მენტორინგს და ტრენინგებს დაეთმობა, ხოლო მესამე დღეს დემო დღე გაიმართება, სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ.
თუ შენს ტექნოლოგიურ უნარებს მოცემული სფეროებიდან ერთ-ერთს უკავშირებ:
აგრიტექი;
ხელოვნური ინტელექტი;
სამომხმარებლო ტექნოლოგიები;
Web3;
ინფრასტრუქტურა;
ვიდეო თამაშები
მაშინ Hack Days Georgia 2023 შენთვისაა!
ჩაერთე მარათონში, გამოავლინე ცოდნა, გამოიყენე უნარები, გაიმარჯვე და მიიღე პრიზი 30 000 აშშ დოლარამდე საპრიზო ფონდიდან. ღონისძიებაზე 10 000 დოლარი გამარჯვებული აგრიტექ იდეისთვის გამოიყოფა, ხოლო ტექ მიმართულებებზე პრიზის მოცულობა 5000$-ს შეადგენს. რომელიც ღონისძიების პარტნიორებმა - ნიკო კვარაცხელიას ფონდმა, Gagra Ventures-მა და Feedc-მა დააწესეს;
თუ დაინტერესებული ხარ აგრიტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/registration-agritech
თუ დაინტერესებული ხარ ტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/tech-registration
დამატებითი დეტალებისთვის ესტუმრე: https://hackdays.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ღონისძიება გაიმართება 29 სექტემბერი - 1 ოქტომბრის შუალედში.
ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები არიან : საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Agrotank - აგრო აქსელერატორი, Gagra VC, ნიკოს ფონდი, Feedc, BTU, Entrepreneur, Medialab, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შვედეთის საერთაშრისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, BMG, Soplidan.ge.
Hack Days Georgia 2023 განსაკუთრებული სიამაყით წარმოგიდგენთ ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს - The Nico Kvar Prize, რომელიც წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან;
ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას. ნიკოს პრიზი არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.
ByFeedcGeorgia
8