Happy Birthday Queen B I ბიონსეს სენსაციური კონცერტი ლოს-ანჯელესში

9
პოპის დედოფალი 42 წლის გახდა! გუშინ "Renaissance"-ის ტურის ფარგლებში ლოს-ანჯელესში მასშტაბური კონცერტი გაიმართა. 
დაბადების დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებას უამრავი ე.წ A-List ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ზენდაია, ტომ ჰოლანდი, კიმ კარდაშიანი, მეგან მარკლი, ჯეფ ბეიზოსი, Lizzo, კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე და კიდევ არა ერთი სხვა. 
შთამბეჭდავი იყო ასევე თავად კონცერტიც. ბიონსემ ერთ-ერთი ნომერი კენდრიკ ლამართან ერთად შეასრულა, ამას გარდა, დაბადების დღის სიმღერა მომღერალს არც მეტი არც ნაკლები დაიანა როსმა უმღერა. 
9