Helfer - საიტი, რომელიც ხელს გვიწყობს სწავლის პროცესში.

5
თუ დღევანდელ რეალობას თვალს გავუსწორებთ მივხვდებით, რომ ზოგიერთ სკოლაში განათლების ხარისხი ძალიან შემცირდა. არასდროს გაგჩენიათ კითხვა, რატომ ხდება ასე? 🤔 ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. მოსწავლეებს უჭირთ სწავლის პროცესი, რადგან ისინი ვერ ახდენენ კონცენტრირებას წიგნზე. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი თანამედროვე გაჯეტებია.
როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრა? არსებობს ძალიან გავრცელებული მეთოდი, როდესაც მშობელი ცდილობს შვილს აუკრძალოს წვდომა ტელეფონსა და კომპიუტერზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება ასეთია: არ არის აუცილებელი დავაწესოთ შეზღუდვები, პირიქით ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. შესაძლებლობა გვაქვს უფრო მარტივად ავითვისოთ ნებისმიერი საკითხი. ანუ ჩვენ გვჭირდება ისეთი პროდუქტი, რომელიც დაგვეხმარება სწავლაში.
არსებობს ასეთი პლატფორმა? რა თქმა უნდა, ასეთი პლატფორმა ძალიან ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არ არიან მორგებულნი ქართულ ინტერნეტ სივრცეზე, რაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში პრობლემებს გვიქმნის.
სწორედ ამიტომ შეიქმნა Helfer - საიტი, რომელიც გვეხმარება სწავლაში. Helfer-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია: დავუწესოთ ჩვენს თავს შეზღუდვები, ვიმეცადინოთ პომიდორის მეთოდით, მოვიძიოთ 20-ზე მეტი უკვე გაფილტრული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქართულ ვიკიპედიაში მხოლოდ სიტყვების ჩაწერით, შევიქმნათ საკუთარი გარემო და ვიმეცადინოთ ბუნების, კაფის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახლის, ზღვის ან თუნდაც ოკეანის ჰარმონიულ ხმებთან ერთად, მოვუსმინოთ ჩვენ საყვარელ playlist-ს Spotify-ზე, ავაწყოთ powerpoint-ის პრეზენტაციები ძალიან მარტივად და ა.შ.
Helfer შესაძლებლობას გაძლევთ შემოიღოთ სწავლის ახალი მეთოდი და ისიამოვნოთ თქვენი მეცადინეობის პროცესით.
Helfer პირველი ვერსია ქართულ ინტერნეტ სივრცეში 30 აპრილს გაეშვება.
5