HERBARIA I Botanical Art Exhibition

9
საქართველოში პირველად იგეგმება Botanical Art გამოფენა, რომელზეც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ და შეიძინონ ჰერბარიას მიერ შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. 
ჰერბარია არის პროექტი, რომელიც ქმნის სხვადასხვა მცენარეების და ყვავილების ჰერბარიუმებს. ჰერბარიუმების შექმნის პროცესი ფეხდაფეხ მიუყვება წელიწადის სხვადასხვა დროს, ბუნებას და მის ცვალებადობას.
ჰერბარიას მცენარეების უმეტესი ნაწილი შეგროვებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც კიდევ უფრო სახასიათოს ხდის ნამუშევრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცენარეების მრავავალფეროვნების აღმოჩენა და კომპოზიციის სახით წარმოდგენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩარჩოში ჩასმული 20-მდე ნამუშევარი, თითოეული მათგანი არის უნიკალური, მასშტაბური და ხელნაკეთი. ეს გამოფენა არის ჩვენს გარშემო არსებული ფლორის, ურბანულ, დახურულ გარემოში შემოტანის მცდელობა.
გამოფენა 28-29 სექტემბერს Stamba Hotel-ში გაიმართება. 
9