Hoyeon Jung-ი ამერიკული "Vogue"-ის გარეკანზე

16
"Squid Game"-ის ვარსკვლავი, ახალგაზრდა მსახიობი Hoyeon Jung-ი ამერიკული "Vogue"-ის თებერვლის გარეკანის გოგონა გახდა. მისმა დებიუტმა "კალმარის თამაშებში" მალევე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, ვოგის თქმით Hoyeon-ი ამ მომენტისთვის ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი სახეა შოუ-ბიზნესის სფეროში. სერიალის გამოსვლიდან უმცირეს დროში, მას ათობით მილიონი გამომწერი დაემატა სოციალურ მედიაში, მისით აღფრთოვანდა და დაინტერესდა მოდის, კინემატოგრაფიის და სრულიად entertainment ინდუსტრია. 
აღსანიშნავია, რომ სანამ სერიალში მიიღებდა მონაწილეობას Jung-ი მოდელი გახლდათ, "Squid Game"-ისგან დასტური, სწორედ მაშინ მოუვიდა, როდესაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. ზარის შემდეგ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, ახლა კი, ყველაფრის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, ნიუ-იორკში დაბრუნება და "Vogue"-თან თანამშრომლობა მისთვის ძალიან სიმბოლური და ემოციურია. 
16