უახლესი 8 ეპიზოდიანი სერიალი "Pam and Tommy"-ი პამელა ანდერსონის და ტომი ლის სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2 თებერვალს არის ჩანიშნული.
პროექტის ავტორმა "hulu"-მ შოუს რიგით მეროე, ოფიციალური ტრეილერი გუშინ გამოაქვეყნა. "Pam and Tommy"-ს მთავარ გმირებს, ლილი ჯეიმსი და სებასტიან სტანი შეასრულებენ.
სერიალში აქცენტი გაკეთდება ანდერსონის და ლის სკანდალურ სექს-ჩანაწერზე, რომელიც ჩემთხვევით გასაჯაროვდა.
"ეს მართლაც გახლდათ გარდამტეხი მომენტი "celebrity" კულტურაში, ისტორია იმდენად მნიშვნელოვანი და ძლიერია, რომ იმსახურებდა ჩვენს ყურადღებას, თუნდაც 25 წლის შემდეგ."- განაცხადა ერთ-ერთმა პროდიუსერმა Sue Naegle-იმ.