ISW: სარდლობა ცდილობს დაარწმუნოს პუტინი თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაში

0
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით განაგრძობენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევების გასაძლიერებლად, ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW ) მორიგ მოხსენებაში. კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენტურობაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს ლოიალობას, რაც ხელს უშლის როგორც შოიგუს, ასევე გერასიმოვს ფოკუსირდნენ ეფექტიანი თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე -  მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა მძიმე და უსარგებლო ბრძოლებში. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, სადაც  წვევამდელებს აგზავნის. ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში შოიგუმ და გერასიმოვმა ვერ დაარწმუნეს პუტინი მობილიზაციის გამოცხადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა ძალების აღსადგენად. შესაძლებელია, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ ნაწილობრივ გამოასწორა ადრე დაძაბული ურთიერთობები კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რათა რუსული საინფორმაციო სივრცის მეშვეობით დაერწმუნებინა პუტინი  შეტევითი ოპერაციების შეჩერებაში, - იტყობინება ISW.
0