Jazz Club 1984 I House Band & Jam Session

9
პარასკევს, 14 აპრილს, 21:00 საათიდან ჯაზ კაფე 1984-ში House Band დაუკრავს.
არტისტები: დანიელ ადიკაშვილი - დრამი,  დავით გოგისვანიძე - ბასი, ლუკა თოფურია - პიანო,  ზუკა სიმონიშვილი - გიტარა. 
House Band-ის ლაივთან ერთად უკვე ტრადიციული Jam Session-ი ჩატარდება, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მუსიკოსს შეეძლება. 
ღონისძიების ბილეთები გაიყიდება კარზე. ბილეთის ფასი 20 ლარია. 
აღმოაჩინეთ მყუდრო სივრცე ძველ თბილისში, ანტონ კათალიკოსის 26 (ლესელიძის კუთხეში).
9