ამერიკელი არტისტი და დიზაინერი, ბრაინ დონელი, სასცენო სახელით KAWS, ინოვაციური პროექტით წარსდგა საზოგადოების წინაშე. მისი და ჰონგ-კონგის კრეატიული სტუდის, "All Rights Reserved"-ის კოლაბორაციით ხელოვანმა მისი მონუმენტური ფიგურები ისტორიული ძეგლების გარემოცვას შეურწყო და ძველი და თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავი სინთეზი შექმნა.
ეს ე.წ ტურნე 10 სხვადასხვა ადგილს მოიცავდა, რომლის ბოლო, მე-10 ლოკაცია ინდონეზიის უძველესი პრამბანანის ტაძრის კომპლექსი გახდლათ.
სამხრეთ ჯავის ისტორიულ ქალაქ იოგიაკარტაში მოთავსებული პრამბანანი არის ინდონეზიის უდიდესი ინდუისტური ტაძრის კომპლექსი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
ეს ასევე პირველია KAWS-ის 6 წლიანი ტურნეში, რომელშიც წარმოდგენილია "ACCOMPLICE", დიზაინი, რომელიც თავდაპირველად გამოვიდა 2002 წელს, როგორც ვინილის ფიგურა. 45 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული გადაჭიმული კურდღლისმაგვარი "ACCOMPLICE" ახლა ასევე ხსნის რეკორდს, როგორც მხატვრის ყველაზე მონუმენტური ქანდაკება.