KAWS: HOLIDAY ინდონეზიის უძველესი პრამბანანის ტაძრის კომპლექსში

10
ამერიკელი არტისტი და დიზაინერი, ბრაინ დონელი, სასცენო სახელით KAWS, ინოვაციური პროექტით წარსდგა საზოგადოების წინაშე. მისი და ჰონგ-კონგის კრეატიული სტუდის, "All Rights Reserved"-ის კოლაბორაციით ხელოვანმა მისი მონუმენტური ფიგურები ისტორიული ძეგლების გარემოცვას შეურწყო და ძველი და თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავი სინთეზი შექმნა. 
ეს ე.წ ტურნე 10 სხვადასხვა ადგილს მოიცავდა, რომლის ბოლო, მე-10 ლოკაცია ინდონეზიის უძველესი პრამბანანის ტაძრის კომპლექსი გახდლათ. 
სამხრეთ ჯავის ისტორიულ ქალაქ იოგიაკარტაში მოთავსებული პრამბანანი არის ინდონეზიის უდიდესი ინდუისტური ტაძრის კომპლექსი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
ეს ასევე პირველია KAWS-ის 6 წლიანი ტურნეში, რომელშიც წარმოდგენილია "ACCOMPLICE", დიზაინი, რომელიც თავდაპირველად გამოვიდა 2002 წელს, როგორც ვინილის ფიგურა. 45 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული გადაჭიმული კურდღლისმაგვარი "ACCOMPLICE" ახლა ასევე ხსნის რეკორდს, როგორც მხატვრის ყველაზე მონუმენტური ქანდაკება. 
10