KHY - კაილი ჯენერმა ახალი ტანსაცმლის ბრენდი დაანონსა

10
კაილი ჯენერი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ე.წ "თრენდ-მეიქერია". ცნობილი ოჯახის პრივილეგიასთან ერთად მან არა ერთხელ მოახერხა, რომ საკუთარი ბრენდი შეექმნა შოუ-ბიზნესისა და მოდის ინდუსტრიაში. 17 წლიდან დაწყებული კარიერა დღემდე ვითარდება და მუდიმვად საინტერესოა საზოგადოებისთვის. 
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ კაილი ჯენერი მოდის სამყაროს უფრო მჭიდროდ უკავშირდება და საკუთარ ტანსაცმლის ხაზს ქმნის. 
"KHY" - ასეთი სახელი აქვს დაანონსებულ ბრენდს, რომლის დიზაინზეც თავად კაილიმ იმუშავა და მისივე განმარტებით კოლექციებში შესული ტანსაცმლის ფასი 200 დოლარს არ ასცდება - იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. 
ახალი კამპანიის ფოტოები "WSJ. Magazine"-მა გამოაქვეყნა. ფოტოსერიაში ჯენერს "KHY"-ს სამოსი აცვია. 
10