"Le Chouchou" - Jacquemus-ის ჩვენება ვერსალში

9
ლავანდის აყვავებული ბილიკების,  ხორბლის მინდვრებისა და მარილის მთების შემდეგ Jacquemus-ის დაუვიწყარმა საკოლეციო ჩვენებამ საფრანგეთში, ვერსალის ისტორიულ ბაღში გადაინაცვლა. 
'Le Chouchou' - ასე უწოდა დიზაინერმა სიმონ პორტ ჟაკემუსმა მის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას, რომლის ჩვენება 26 ივნისს გაიმართა და სადაც ტრადიციულად მინიმალისტური, დახვეწილი ესთეტიკა იკვეთებოდა. 
კოლექცია, როგორც დიზაინერმა განმარტა, პრინცესა დაიანას საკულტო სტილით იყო ინსპირირებული. 
საიმონ ჟაკმუსი ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია, მან კარიერის დაწყებიდან მოკლე დროშივე მოახერხა საკუთარი მოდის სახლის შექმნა, რომელიც მაღალი მოდის ბრენდებს გაუწევდა კონკურენციას. ვერსალის ლეგენდარულ სასახლესთან შოუ კი კიდევ ერთი მწვერვალია, რომელსაც მიაღწია: "ძალიან დიდი პატივია, რომ ვერსალში ჩვენების გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. ეს Jacquemus-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მომენტია" -საიმონ ჟაკმუსი. 
Jacquemus-ის ახალ ჩვენებას არა ერთი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, ემილი რატაკოვსკი, მონიკა ბელუჩი, ტინა კუნაკი და ა.შ. სტუმრები ტბაში განლაგებული ნავებიდან უყურებდნენ შოუს. 
ვარსკვლავური იყო თავად მოდელთა შემადგენლობაც - ულამაზეს წითელ ბილიკზე ჯიჯი ჰადიდი, ქენდალ ჯენერი, ვიტორია სერეტი, იმაან ჰამამი და მონა ტოგარდი გამოჩდნენ. 
გთავაზობთ ლუქებს: 
სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე
9