Loomba Food Lab

10
ლუმბა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული ონლაინ პლატფორმაა, რომლის ძირითადი მიზანი მეცნიერული კვლევებით გამყარებული ცოდნის მარტივად გადმოცემა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა.
ჯანსაღი ცხოვრების წესს ლუმბა გემრიელი, ნოყიერი, კონსერვანტებისგან თავისუფალი და რაც მთავარია, მარტივად ხელმისაწვდომი “სნექის” წარმოებით უწყობს ხელს.
ლუმბას ფუძემდებლები 25 წლის მაშო იოსელიანი და 31 წლის ნანიკო კლდიაშვილი არიან. მაშო ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებზეა პასუხისმგებელი, ნანიკო კი ამ გემრიელ რეცეპტებზე. ამ ულამაზესი და ამავდროულად უჭკვიანესი გოგონების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა. 
ამ ეტაპზე ლუმბას პროდუქცია მოიცავს უშაქრო, უგლუტენო და ულაქტოზო ენერგიის ბურთულას, შვრიის ორცხობილას და 2 სახის გრანოლას. თუმცა, მალე უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შემოგთავაზებთ. რეცეპტი არ არის საჯარო, თუმცა პროდუქცია მალე იქნება ხელმისაწვდომი როგორც ონლაინ, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ მისამართზე.
10