ხვალ, 25 თებერვალს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჯგუფის LOUDspeakers-ის კონცერტი MONO HALL-ში.
მათი სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ახლობელი აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯგუფი 2009 წლიდან სტაბილურად განაგრძობს მოღვაწეობას.
6 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 25 დეკემბერს, LOUDspeakers-მა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად ინტენსიური მუშაობის შემდეგ, Lenø Records-ზე ახალი ალბომი „Pills Of Time“ გამოუშვა, რომლის მოსმენა და შეძენა სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი. ჯგუფის უახლესი ნამუშევრებია: Hell On The Earth და Jellyfish.
25 თებერვლის საღამოზე, მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის MokuMoku-ს ერთ-ერთ სულის ჩამდგემელი და სელექტორი Tato Rusia.
22:00 - Tato Rusia
01:00 - Loudspeakers
02:30 - Tato Rusia
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
კალათა 1 - 30₾
კალათა 2 - 40₾
კალათა 3 - 50₾
VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 60₾ [რაოდენობა შეზღუდულია]