Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზანიერი და off-white-ის დამფუძნებელი Virgil Abloh გარდაიცვალა

21
განცხადებები ამ ტრაგიკული ამბის შესახებ Virgil-ისა და Louis Vitton-ის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდებმა გამოაქვეყნეს. 
Virgil Abloh ებრძოდა ძალიან იშვიათ და რთულ სიმსივნეს, რომლის დიაგნოზი პირველად 2019 წელს დაუსვეს. მისი დიდი თხოვნით Virgil-ის ჯანმრთელობის პრობლემები საიდუმლოდ დარჩა გუშინდელ დღემდე.
მას მოიხსენიებენ, როგორც ჩვენი თაობის ერთ-ერთ ინოვატორ დიზაინერს, "წარმატებულ ამერიკელს ევროპულ მოდაში",
ის იყო პირველი შავკანიანი მამაკაცი LVHM-ს ისტორიაში, რომელმაც დაიკავა Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის ადგილი. 
დიზაინერს ჰყავდა მეუღლე Shannon Sundberg-ი და ორი შვილი. 
გთავაზობთ მისი კოლეგებისა და მეგობრების განცხადებებს:
"არ მჯერა, რომ ამას ვწერ. თუ ვირჯილის გაცნობის პრივილეგია გქონდათ, ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანი იყავით. ის იყო ყველაზე კეთილი, ყველაზე პოზიტიური, თავმდაბალი, მხიარული და შუქით სავსე ადამიანი, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. მისი გულწრფელი ღიმილი ყველას გულს უთბობდა.
ავადმყოფობასთან ბრძოლის მისი გზა  მშვენივრად ხსნის მის საოცარ ადამიანურ სულიერებას.
V-მ მე, და ჩვენ ყველას ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვასწავლა, იმის მიუხედავად რომ იცოდა რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, არასდროს შეუმჩნევია, სულ კაშკაშა და სიცოცხლით სავსე იყო.
მიყვარხარ V!!! მომენატრები. ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი.მომავალ შეხვედრამდე"- ქენდალ ჯენერი
"ჩემი გეგმაა შენთვის კიდევ 1000-ჯერ შევეხო ცას... სამუდამოდ მიყვარხარ ძმაო , მადლობა ყველაფრისთვის"- Drake 
"ვირჯილმა მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება ქუჩის სტილსა და მოდაზე, მისი სამყაროს მიმართ ხედვა, ყოველთვის შთამაგონებელი იყო ჩემთვის. ვერასოდეს გამოვხატავ, რამდენად მადლიერი ვარ, რომ ვიცნობდი მას და ვმუშაობდი მასთან.
ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა სიცოცხლე, ქარიზმა, სიყვარული და გართობა ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც მოხვდებოდა" - ჰეილი ბიბერი, რომლის საქოწინო კაბა სწორედ ვირჯილ აბლომ შეკერა.
"ის საოცარ, ჯადოსნურ ძალას ფლობდა, შეეძლო ყველა ადამიანისთვის თავი განსაკუთრებულად ეგრძნობინებინა. 
შენ დაარღვიე საზღვრები და ყველაფერი შენებურად გააკეთე,
დაინახე ჩემი გულწრფელი პიროვნება და ყველა მომენტში მხარი დამიჭირე, ჩემთვის ბიძგი ხარ რომ არასდროს გავჩერდე და სიკეთით ვაკეთო ჩემი საქმე.
სიყვარულს და თანადგომას ვუგზავნი ვირჯილის მთელს ოჯახს. განადგურებული ვარ. 
“FOR INFINITY..” 
მეყვარები მთელი ცხოვრება!"- ბელა ჰადიდი
ოჯახის, მეგობრების, კოლეგების და მოდის სამყაროს ფარგლებს გასცდა ეს ტრაგედია და თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. 
"ჩვენ ყველა ვახორციელებთ საკუთარ წყნარ რევოლუციას“- თქვა  virgil-მა Vogue's Forces of Fashion-ის სამიტზე, მართლაც მისი ცხოვრება ამ პატარა რევოლუციას ეძღვნებოდა, მას ქონდა განსაკუთრებული რწმენა თავის საქმის და ამით თავის გარშემო პატარ-პატარა ჩარჩოებს ანგრევდა. 
21