Magnum Photos X World Press Photo Foundation - ხელოვნური ინტელექტის ტენდენციას უპირისპირდებიან

8
"Written by Light" - ასე ქვია კოლაბორაციას, რომელსაც "Magnum Photos"-ს (საერთაშორისო ფოტოგრაფიული კოოპერატივი) და  "World Press Photo Foundation"-ი (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ამსტერდამში) აწარმოებს. 
ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ არსებული მღელვარებისა და ისტერიის შემდეგ "Written by Light"-მა წამოიწყო ინიციატივა, რომელიც პატივს მიაგებს რეალური ფოტოების გადაღების პრაქტიკას,  ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათებისგან განსხვავებით.
კოლაბორაციის ფარგლებში გაყიდვაში ჩაეშვება ე.წ "Square Print" ფოტოები. წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი სურათი Magnum-ის არქივებიდან მათ შორის 30 World Press Photo-ს დაჯილდოვებული ფოტოგრაფების მიერ შექმნილი ნამუშევრები,  რომლებიც ხაზს უსვამენ გადაღების პროცესის სირთულეებს.
"ამ კურაციის საშუალებით ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ და აღვნიშნოთ ყველაფერს, რაც ჩვენს ფოტოებს ნამდვილად განასხვავებს ხელოვნურად შექმნილი სურათისგან" - Magnum-ის პრეზიდენტი,  კრისტინა დე მიდელი. 
"როგორც ფოტოგრაფები, ჩვენ ყველანი რაღაც მომენტში მოხიბლულები ვიყავით სინათლით და მისი უნიკალური შესაძლებლობით. დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს პრაქტიკაში და დავფიქრდეთ ჩვენი ფოტოგრაფიული პრაქტიკის საწყისებზე, კამერის ობსკურაზე და იმაზე, თუ როგორ იწერება გამოსახულება ზედაპირზე სინათლის ზემოქმედებით."
ფოტოგრაფებს შორის არიან მარტინ პარი, კრისტინა დე მიდელი, ფრენსის პერესი, ფატიმა შბაირი და მრავალი სხვა. 
ფოტოგრაფი: ჰანს გედა
ფოტოგრაფი: მერილინ სილვერსტოუნი
ფოტოგრაფი: მარტინ პარი
ფოტოგრაფი: სერხიო ტაპირო
ფოტოგრაფი: დენის სკოტი
ფოტოგრაფი: ჰერბერტ სია
8