Apple TV-მ სტივენ სპილბერგის ახალი დრამის ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს ოსტინ ბატლერი და ბარი კეოგანი ინაწილებენ. პრემიერა მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება.
'Masters of the Air'-ის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომში მოღვაწე პილოტის გარშემო ვითარდება. სპილსბერგისა და სცენარისტი ჯონ ორლოფის გარდა, ლიმიტირებული სერიალის სხვადასხვა ეპიზოდებზე ისეთმა რეჟისორებმა იმუშავეს, როგორებიც არიან ქერი ჯოჯი ფუკუნაგა, ანა ბოდენი, რაიან ფლეკი, დი რიზი და ტიმ ვან პატენი.
მოქმდებით და ექსტრემალური გარემოებებით სავსე სცენარის მთავარი ხაზი ამერიკელი პილოტების თავგადასავალს ეხება, ის დაფუძნებულია დონალდ ლ. მილერის ამავე სახელწოდების რომანზე, რომელიც რეალურ ისტორიის მიხედვით შეიქმნა. ისტორიის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის ფრონტზე არსებობდა ჯგუფი -"100th Bomb Group" ასევე ცნობილი, როგორც "სისხლიანი მეასედი" - საჰაერო ხომალდების ჯგუფი, რომლებიც ახორციელებდნენ ბომბის იერიშებს ნაცისტურ გერმანიაზე.
'Masters of the Air'-ის პრემიერა Apple TV+-ზე 2023 წლის 26 იანვარს შედგება.