Mechanical Orange at King David | January 18

4
Mechanical Orange - კოპანია სულ ცოტა ხანია რაც საქართველოში გვევლინება, მისი დამფუძნებელი კი უკვე დიდი ხანია ამ სფეროს წარმომადგენელია და რამდენიმე წელია საქართველოს მოსახლეობას მსოფლიო დონის შემოქმედებასა და გამოცდილებას აქტიურად უზიარებს. 
18 იანვარს Mechanical Orange ქართველ მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. 
23:00 – 01:00 ANNATRON
01:00 – 02:30 ElMundo & Zazou
02:30 – 04:30 Beska
04:30 – Ucha till the end 
არტისტების შესახებ: 
ElMundo & Zazou - ლაივ შემსრულებელი პროდიუსერი და ვოკალისტი, რომლებიც მსმენელს ღრმა მელოდიურ ჰაუს მუსიკის თანმხლებით დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებენ და ერთ ჩვეულებრივ საღამოს განსაკუთრებულად უქცევენ.
ANNATRON - ქართველი არტისტი, რომელიც სცენაზე 2021 წელს გამოჩნდა. მისი მუსიკა ძირითადად deep house-ს, afro tech-სა და indie dance ჟანრებს აერთიანებს, თუმცა ჟღერადობა ყველაზე მეტად მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. მის სეტებზე ჰარმონიას სხვადასხვა მიმართულების მუსიკალური ელემენტები და უნიკალური მიგნებები ქმნიან. 
BESKA - საღამოს ასევე გაამრავალფეროვნებს ქართველი არტისტი Beska, რომელმაც თავისი ჰობი პროფესიად აქცია და ქართველ მსმენელს განსხვავებული და გამორჩეული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა შესთავაზა. 
UCHA – ქართველი პროდიუსერი და არტისტი, რომელიც მსოფლიოს თავის განსხვავებულ სტილს უზიარებს. ის იყენებს მიმდინარეობებს როგორებიცაა hypnotic electronic და თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან როგორებიცაა Tube & Berger, Claptone and Carl Cox.
ასაკობრივი შეზღუდვა 23+
კარზე - 100 ლარი
მაგიდების დასაჯავშნად: 574 00 80 21
4