მოდისა და შოუ-ბისზნესის სამაყორში, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულება, Met Gala მომდევნო წლის მაისის პირველ ორშაბას შედგება.
როგორც წესი, წვეულებამდე ღონისძიების თემატიკას, კოსტიუმების ინსტიტუტი Vogue-ის რედაქტორ, ანა ვინტურთან ერთად რამდენიმე თვით ადრე ადასტურებს.
წლევანდელი თემატიკის სახელწოდება ასეთია - "Tailoring Black Style", გამოფენა ფერადკანიანი მამაკაცების სტილის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.
როგორც აღვნიშნეთ, საღამოს მთავარი ორგანიზატორი კოსტიუმების ინსტიტუტი და Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტურია, თუმცა ყოველწლიურად მასპინძელთა სიას სხვა გავლენიანი ადამიანებიც ემატებიან. 2025 წელს Met-ს რეპერი ეისაპ როკი, მუსიკოსი და დიზაინერი ფარელ უილიამსი, მრბოლელი ლუის ჰამილტონი, მსახიობი კოლმან დომინგო და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსი პირველად დაესწრება Met Gala-ს და მისი პირველივე გამოჩენა ღონისძიების საპატიო თანაორგანიზატორის როლში შედგება.