META-ს პლატფორმებს გლობალური პრობლემა აქვთ

5
ჰო, მხოლოდ შენ არ გაქვს პრობლემა - Instagram-ი, Facebook-ი, WhatsApp-ი გლობალურად შეფერხებით მუშაობენ 😑
✦ Meta-ს პრობლემის გამო, რომელიც კომპანიის სარეკლამო გამჭვირვალობის ინსტრუმენტებს უკავშირდება, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მომხმარებელი დაზარალდა.
Dailymail-ის ცნობით, პრობლემა ჯერ კიდევ ოთხშაბათს (03.04.2024), გვიან საღამოს დაიწყო, რის გამოც მთელი მსოფლიოს მასტაბით ათასობით ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებთან წვდომა ან შეეზღუდათ ან შეფერხებით ჰქონდათ და ახლაც აქვთ (04.04.2024 | 00:27).
როგორც ცნობილია, "მეტა" პრობლემის მოგვარებას პირველივე საჩივრის შესვლიდანვე შეუდგა.
5