კვირას, 28 აგვისტოს, ნიუ-ჯერსიში, ამერიკული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოება, "MTV Video Music Awards"-ი გაიმართა. ღონისძიება, რომელიც დაახლოებით 40 წელია, ყოველწლიურად ტარდება, ჰოლივუდური ეპატაჟისა და სითამამის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია, ამ მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე VMA-ის სცენასა თუ წითელ ხალიჩაზე უამრავი ლეგენდარული და დასამახსორებელი მომენტი შექმნეს პოპ-კულტურის კაშკაშა ვარკვლავებმა. შესაბამისად გამარჯვებულთა სიის გაგებასთან ერთად, მაყურებელი საინტერესო სანახაობებსაც ელის.
1. 2010- წლის VMA, ლეიდი გაგა "ხორცის" კაბით; 2. 2003 - მადონას და ბრიტნი სპირსის ლეგენდარული კოცნა; 2009 წელი - ცერემონიაზე ქანიეი ვუესთმა ტეილორ სვიფტს ჯილდო გამოართვა და განაცხადა, რომ მას ეს არ ეკუთვნოდა.
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ წლევანდელი ცერემონიაც არ გახლდათ გამონაკლისი. მაყურებლის ყველაზე დიდი ყრადღება, 28 წლის ვარკვლავის, ტეილორ სვიფტის მოულოდნელმა გამოჩენამ მიიპყრპო, მან 5 ნომინირებული კატეგორიიდან 3-ში მოიპოვა გამარჯვება და ამასთან ერთად, თავისი ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი გაასაჯაროვა( 21 ოქტომბერი). დასამახსოვრებელი განცხადების გარდა გამორჩეული გახლდათ მისი ჩაცმულობაც ოსკარ დე ლარენტას კრისტალებიანი, ვერცხლისფერი კაბა, შეხამებული Christian Louboutin-ის ფეხსაცმელსა და Lorraine Schwartz-ის სამკაულთან.
განსაკუთრებულად სანახაობრივი იყო შოუს გახსნაც, სადაც დაჯილდოების ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, ჯეკ ჰარლოუმ სცენაზე ლეგენდარული მუსიკოსი, ფერგი გამოიყვანა და მასთან ერთად ჰიტი სიმღერა, "Glamorous"
შეასრულა.
MTV 2 Metaverse
MTV-ის სცენა ორმა ეპოქალურმა ჰიპ-ჰოპ არტისტმაც დაამშვენა და თავიანთი პერფომანსი სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით.
სნუპ დოგისა და ემინემის მუსიკალური ნომრის შუა ნაწილში რეპერები Bored Ape Yacht Club NFT-ის ავატარებად გადაიქცნენ და ამ ვერსიით განაგძეს ნომის შესრულება.
როგორც სხვა დაჯილდოებებს, VMA awards-საც აქვს ერთი გამორჩეული ჯილდო, რომელიც შემრსულებლებს განსაკუთრებული დამსახურების და გავლენის საპატივსაცემოდ გადაეცემათ. VMA 2022-ზე "Global Icon Award"-ის ლაურეატი ამერიკული როკ-ჯგუფი, "The Red Hot Chili Peppers"-ი გახდა.
გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
Mtv.com