გლობალურ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფოტოვოლტაიკური ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები პროდუქციის დახვეწას, განვითარებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას მუდმივად ცდილობენ.
ინოვაციური პროდუქციის შექმნაში აქტიურად არის ჩართული Jinko Solar-ი, რომელიც მზის პანელების წარმოების მიმართულებით ბაზრის წამყვანი კომპანიაა. Jinko Solar-ი ერთ-ერთი პირველია, ვინც უახლესი, N-type TOPCon ტექნოლოგიით დამზადებულ მზის პანელებს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს სთავაზობს.
2022 წელს, Jinko Solar-მა ხელშეკრულება კომპანია ინსტასთან გააფორმა, რომლის საფუძველზეც ინსტა ქართულ ბაზარზე Jinko Solar-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ავტორიზებული დისტრიბუტორი გახდა.
მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ინსტას მარაგი Tiger Neo სერიის N ტიპის პანელებით შეივსო, რომელიც წინა ტექნოლოგიასთან (P ტიპი) შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით გამოირჩევა:
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა - რაც პანელის მუშაობის ხანგრძლივობას დღის განმავლობაში საშუალოდ 2 საათით ზრდის;
- უკეთესი გამომუშავება ექსტრემალური ტემპერატურისას;
- დეგრადაციის მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებელი:<br>პირველი წელი 1%; <br>წრფივი - 0.40%;<br>30 წლის შემდეგ პანელის ეფექტურობის მაჩვენებელი - 87.4%;
- ექსტრემალური გარემო-პირობებისადმი მდგრადობა;
- პროდუქტის გარანტია - 15 წელი, ეფექტურობის გარანტია - 30 წელი;
აღნიშნული მონაცემების ერთობლიობა ქმნის საუკეთესო პროდუქტს, რომელიც ფინანსური უკუგების მხრივ ბევრად საინტერესოს ხდის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას. ამგვარად, ინსტა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უახლესი სტანდარტის შესაბამისად დამზადებულ მზის პანელებს ქართველ მომხმარებლებს მიაწვდის.