N7G9

5
მე მქონდა სახლი, პატარა სახლი
და სახლში იყო პატარა სკამი
პატარა სკამზე, პატარა სახლში
ვჯდებოდი მარტოდ პატარა ბავშვი.
ერთხელ იწვიმა და იყო მარტი
13 მარტი და სახლში დავრჩი
მოვიდა ბავშვი, პატარა ბავშვი
გააღო კარი, პატარა სახლის.
პატარა სახლში, პატარა ბავშვნი
შემოვრჩით ორნი პატარა განცდით
პატარა ბავშვი, რომელიც არც კი
ვიცოდი იყო ჩემი ხმლის ფარი.
პატარა სკამი, ჩვენ ორნი სახლში
ვუმზერდით ერთურთს, ვიცეკვეთ ვალსი
გავედით გარეთ, ვირბინეთ ქარში
წვიმა მოვიდა და სველნი დავრჩით.
მოვედით სახლში, პატარა სახლში
ავანთეთ ფეჩი და ისე გავთბით
პატარა სკამზე ვიჯექით ორნი
ჩავაქრეთ ფეჩი და ისე გავთბით.
პატარა სახლში, პატარა სკამი
გათენდა დილა, ჩვენ ისევ გვძინავს
პატარა სკამი, პატარა სახლში
ჩვენი გრძნობებით ერთმანეთს ვხიბლავთ.
პატარა გოგო, თეთრი პირ-სახით
პატარა ბიჭი, ულვაშ პირ-სახით
შემოვრჩით სახლში, პატარა სახლში
ო როგორ გვიყვარს პატარა ბავშვი.
ჩვენ გვქონდა სახლი, პატარა სახლი
პატარა სკამი, პატარა ბავშვი
ჩვენ ერთხელ სახლში
მე შენ და ბავშვი, ვუმზერდით ზეცას
ვარსკვლავთა თვლაში.
5