Nakargi . ნაქარგი

11
ნაქარგი ახალი ქართული ბრენდია, რომელიც გთავაზობთ ხელნაკეთ აქსესუარებს: სახლის დეკორატიულ ნივთებს (ნაძვის ხის სათამაშოები, ინტერეიერის გასალამაზებლად-ხელით ამოქარგული ბალიშები), ყაისნაღით ნაქარგ ჩანთებს, კლატჩებს. ასევე  ნაქსოვ, თბილ სამოსს..
ნაქარგის დამფუძნებელი და ამ სილამაზეების შემქმნელი ნინკა გელაშვილია. ბრენდზე უფრო ვრცლად მისი შვილი, სოფო ხაზალია გვესაუბრება: „ რაც თავი მახსოვს დედა ქარგავს, ქსოვს კერავს და ამზადებს ხელნაკეთ აქსესუარებს/დეკორაციას, ბალიშებს, საახალწლო თემატიკას, კლაჩებს, ჩანთებს და ა.შ. .. ვიწრო წრეში ძალიან დიდ მოწონებას იწვევდა.. ხოდა გადავწყვიტე რომ საქმედ მექცია და ასე დაიბადა ნაქარგი.. ვცდილობ გავაცნო უფრო მეტ ადამიანს და თუ იქნება მოთხოვნა ბიზნესად ვაქციოთ. რაც შეეხება სახელს, პირდაპირ ამბობს თავისას.“
ნაქარგი გამოირჩევა თავისი სტილით და იმით, რომ არაფერი არ მეორდება, თითოეული ნამუშევარი განსხვავებულია და პრინციპში არის "ნიშური ბრენდი"..
 გათვლილია ხელნაკეთი ნივთების მოყვარულ ადამიანებზე, ვისთვისაც განსვავებული და უნიკალური, ხელით ნაშრომი ნივთები ფასეულია და რომ მის ანალოგს ვერსად ნახავს.
ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმებით არის შესაძლებელი,  კერძოდ ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებით. თუმცა,  პროდუქცია მუდმივ ცვლილებასა და განვითარებას განიცდის და როგორც სოფომ გვითხრა, შეიძლება საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო პლატფორმაც შეიცვალოს.
11