Nasa-მ "ევროპა კლიპერის" მისია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იუპიტერის ყინულოვანი ბუნებრივი თანამგზავრის, ევროპას შესწავლას. 🧐
ევროპა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილია ბიონიშნების საძიებლად.
5.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური აპარატი იუპიტერის სისტემაში 2030 წლისთვის შევა.
ეს მისია მიზნად ისახავს გამოიკვლიოს აქვს თუ არა ევროპას სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები მისი სქელი ყინულის ქერქის ქვეშ, რადგან ძლიერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპაზე თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანეა.
კოსმოსური აპარატი აღნიშნულ ბუნებრივ თანამგზავრს დაახლოებით 50-ჯერ ჩაუფრენს ახლოს, ზედაპირიდან სულ რაღაც 25 კილომეტრის დისტანციაზე.
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნისას, აპარატს შეუძლია შეაგროვოს ევროპას ყინულის საფარის, ოკეანისა და შიდა სტრუქტურის შესახებ მონაცემები და ასევე აწარმოოს გეოლოგიური გაზომვები.
ეს ინოვაციური მიდგომაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დეტალურად შევისწავლოთ ეს იდუმალი ციური ობიექტი.
კოსმოსური აპარატი აღჭურვილია ცხრა მოწინავე სამეცნიერო ინსტრუმენტით, მათ შორისაა კამერები, სპექტრომეტრები და ყინულში შეღწევადი რადარების სისტემა.
აპარატი დედამიწის ორბიტაზე "სფეის იქსის" "ფალკონ 9"-მ გაიტანა. 🚀