NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსში ყველაზე დიდ ხანს ცხოვრებით სააგენტოს რეკორდი მოხსნა

5
ფრენკ რუბიო არის ასტრონავტი, რომელმაც "ნასას" სხვა ასტრონავტებზე მეტი დრო გაატარა დედამიწის დაბალ ორბიტაზე, კოსმოსში 🛰️👨🏼‍🚀
• აშშ-ს არმიის 47 წლის ვეტერანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე 27 სექტემბერს უნდა დაეშვას, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იქნება ამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც "ნასას" სხვა ასტრონავტებზე მეტი დრო, 371 დღე, გაატარა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე, პლანეტის ზედაპირიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზე.
» ,,ეს რაღაც თვალსაზრისით წარმოუდგენელი გამოწვევა იყო,” - თქვა მან ოთხშაბათის პირდაპირ ეთერში.
,,მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო წარმოუდგენელი ბედნიერება.”
ამერიკის ასტრონავტებს შორის, წინა რეკორდი ეკუთვნის მარკ ვანდეს, რომელიც სადგურზე 355 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მსოფლიო რეკორდის მფლობელი კი კოსმონავტი ვალერი პოლიაკოვია, რომელსაც სადგურზე 437 დღე აქვს გატარებული.
გასულ წელს, რუბიო კოსმოსურ სადგურამდე Soyuz-ის ბორტით ორ სხვა კოსმონავტთან ერთად გაემგზავრა.
თუმცა, დეკემბერში კაფსულამ მოულოდნელად გაჟონვა დაიწყო, რის გამოც გაუხანგრძლივდათ მისია 2023 წლის 27 სექტემბრამდე.
5