NASA-ს გადაწყვეტილებით, მთვარის როვერის შექმნაზე სამი კომპანია იმუშავებს

6
"ნასამ" მთვარის რელიეფისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შესაქმნელად სამი კომპანია შეარჩია: Intuitive Machines-ი, Lunar Outpost-ი, და Venturi Astrolab-ი. 🌕🛻
ამ კომპანიების მიერ შექმნილი და განვითარებული როვერი ან როვერები, პროგრამა "არტემისის" ფარგლებში, მთვარეზე ასტრონავტების გადასაადგილებლად და სამეცნიერო პროცესებისთვის იქნება გამოყენებული.
რატომ "როვერი ან როვერები"?
იმიტომ რომ, "ნასას" არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი როვერი გაეშვება მთვარეზე.
ეს დამოკიდებული იქნება პროგრამა Artemis-ის საჭიროებებზე.
მთვარის სატრანსპორტო სისტემის ეს როვერები დისტანციურად მართვადიც იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, სამეცნიერო კვლევები ვაწარმოოთ მაშინ, როცა ეკიპაჟი მთვარეზე არ იქნება.
სამივე კომპანიის როვერის კონცეფცია:
6