NASA-ს მარსის როვერმა წითელ პლანეტაზე უძველესი მდინარის კვალი აღმოაჩინა

6
NASA-ს როვერის კიდევ ერთი აღმოჩენა 🌊
• მეცნიერების აზრით, როვერმა მარსის უძველესი და უსწრაფესი დინების მქონე მდინარის კვალი აღმოაჩინა, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირზე მილიარდობით წლის წინ მძვინვარებდა.
ზოგადად, ითვლება, რომ მარსი, ატმოსფეროს უმეტესი ნაწილის დაკარგვამდე, იყო წყლის სამყარო ტბებითა და ოკეანეებით.
ახალი აღმოჩენა კი ვარაუდობს, რომ პლანეტის ზოგიერთი მდინარე იმაზე მეტად მძვინვარე იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა.
Perseverance-ის მიერ გადაღებული ასობით კადრით აწყობილმა მასიურმა პანორამულმა გამოსახულებამ აჩვენა ახალი დეტალები, ქვიშისა და რიყის ქვების ჩათვლით, რაც დაეხმარა მეცნიერებს დასკვნის განმტკიცებაში.
ცხადია, მკვლევრებს კვლავ უამრავი კითხვა აწუხებთ.
ჯერ ერთი, არ ვიცით, ვიზუალურად როგორი შეიძლება ყოფილიყო ოდესღაც მარსის ეს მდინარე.
იგი შეიძლება ყოფილიყო მისისიპის მსგავსი, ან ისეთი მდინარე, რომელიც აყალიბებს მრავალ არხს და ერთმანეთისგან გამოყოფილია ქვიშის ზოლებით.
"ნასას" ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, როვერის მიერ აღმოჩენილი სხვადასხვა ნალექის ზოგიერთი ფენა „დედამიწაზე არსებული მდინარეების ფენების სიმაღლეს არანორმალურად აღემატება“. ,,მაგრამ, ამავდროულად ითვლება, რომ მსგავსი რელიეფის შექმნის ყველაზე გავრცელებული გზა სწორედ რომ მდინარეა.”
ამჟამად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გააგრძელებენ Perseverance-ის სურათების შესწავლას და მარსის გრუნტის სკანირებას როვერის რადარით.
facebook | ჩვენი ვებგვერდი🚀
6