NASA-ს მისიამ მარსისკენ შემთხვევით კოსმოსური ქვები გადაამისამართა

4
შემთხვევა ისტორიული მისიის (DART) ერთ-ერთი შედეგია 🪨😬
✦ 2022 წლის სექტემბერს, ასტეროიდის კურსის შეცვლის მისია დიდი წარმატება იყო კაცობრიობისთვის, თუმცა წითელ პლანეტას არ გაუმართლა.
მაშინ, ასტეროიდ დიმორფოსს "ნასას" ხომალდი განზრახ შეეჯახა, რამაც ასტეროიდის კურსის ცვლილება და ნამსხვრევების გაჩენა გამოიწვია.
Sciencealert-ის თანახმად, ახალი ანალიზი ვარაუდობს, რომ დიმორფოსის ზოგიერთი ნამსხვრევი შესაძლოა მარსისკენ მიმავალ გზაზე იყოს.
ამ დროისთვის, ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან მარსი დაუსახლებელია და არც არაფერია სანერვიულო.
მაგრამ, იმ დროისთვის, როდესაც ეს ნამსხვრევები მარსის ორბიტაზე შევლენ, შესაძლოა წითელ პლანეტაზე მისიები იყოს დაგეგმილი ან აქტიური.
რამდენიმე ათასი წლის შემდეგ, მარსზე შესაძლოა ახალი კრატერები გაჩდნენ, რაც სწორედ ამ ნამსხვრევების პლანეტასთან შეჯახებით იქნება გამოწვეული.
მისია DART-ი კონცეპტუალურად მარტივი იყო.
დიმორფოსთან კოსმოსური ხომალდის შეჯახებით და მისი ორბიტის ცვლილებების გაზომვით, ნასამ შეიტყო, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდის ტრაექტორია.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დიმორფოსის 37 ნამსხვრევზე დაკვირვებით ვიგებთ, რომ მარსისკენ მიმავალი ნამსხვრევების დიამეტრი 4-დან 7 მეტრამდე მერყეობს.
ამ ნამსხვრევებიდან 4 მიუახლოვდება მარსს ისე, რომ შეიძლება შეეჯახოს და 2-ის შემთხვევაში ეს მოხდება დაახლოებით 6000 წლის შემდეგ, ხოლო მეორე ორის შემთხვევაში დაახლოებით 15000 წლის შემდეგ.
ასე რომ, ბოდიში, მარს🙁
Image: ASI/NASA
4