მზე 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება, რაც ამ მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის - მზისგან მომავალი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას 30 წუთით ადრე მივიღებთ ☀️⚠️
• NASA-ს გუნდი აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს მზის ქარიშხლის მონაცემებზე ადრეული გამაფრთხილებელი სისტემის შესაქმნელად, რომელიც, მათი აზრით, პლანეტას დაახლოებით 30 წუთით ადრე აცნობებს, სანამ მზის პოტენციურად დამანგრეველი ქარიშხალი დედამიწის კონკრეტულ ზონას დაარტყამს.
ეს დრო განპირობებულია იმით, რომ სინათლეს (ანუ რისგანაც რადიოსიგნალები შედგება) შეუძლია უფრო სწრაფად გადაადგილდეს, ვიდრე მატერიას, რომელიც მზის ქარიშხლის დროს, ჩვენი ვარსკვლავიდან გამოიტყორცნება.
ზოგიერთ, შედარებით მარტივ შემთხვევაში, მზის ქარიშხალს ძალუძს გათიშოს ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგალითად, როგორც ეს კვებეკში, დაახლოებით 35 წლის წინ მოხდა.
პლანეტის ისტორიას ახსოვს უფრო ექსტრემალური შემთხვევაც, როგორიცაა კერინგტონის მოვლენა, რომელიც 150 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.
მზის ქარიშხალს შეუძლია ელექტრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფართო განადგურება, თუ იგი ჩვენს დროში დაატყდება დედამიწას.
მზის სისტემის შესწავლის ამ ეტაპზე, არსებობს მრავალი თანამგზავრი, რომლებიც წარმოადგენენ კაცობრიობის თვალებს მზეზე.
ცხადია, ამ სატელიტების გამოყენება შესაძლებელია მზის აფეთქებების იდენტიფიცირებისთვის.
ამ თანამგზავრებიდან ზოგიერთმა, მონაცემები უკვე მიაწოდა NASA-ს გუნდს.
მაგრამ, როგორც ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი მკვლევარი გეტყვით, პროგნოზირების მოდელის შესაქმნელად, მოდელმა უნდა იცოდეს თუ რა იწინასწარმეტყველოს.
მარტო იმის ცოდნა, რომ მზის ქარიშხალი გვიახლოვდება, ბრძოლის მხოლოდ ნაწილია.
ასევე, უნდა ვიცოდეთ რა გავლენას მოახდენს იგი დედამიწაზე.
აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები პლანეტაზე არსებული სადგურებიდან, რომლებზეც გავლენა ჰქონდა თანამგზავრების მიერ იდენტიფიცირებულ მზის ზოგიერთ შტორმს წარსულში.
და შეიქმნა პროგნოზირების მოდელი, სახელად DAGGER-ი, რომელსაც გაცილებით უკეთესი სპეციფიკაციები აქვს, ვიდრე არსებულ ალგორითმებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგნოზირების სიჩქარის ზრდა.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოდელს შეუძლია მზის ქარიშხლის სიმძიმისა და მიმართულების პროგნოზირება წამზე ნაკლებ დროში და ასევე, მას ყოველ 1 წუთში შეუძლია პროგნოზის გაკეთება.
ადრეულ ალგორითმებს კი დიდი დრო სჭირდებოდათ, იმდენად დიდი, რომ თითქმის ვერასდროს ასწრებდნენ ჩვენს გაფრთხილებას.
პროგნოზირების დროის შემცირებასთან ერთად, კიდევ ერთი მოსაგვარებელი საკითხი იყო იმის წინასწარ გაგების შესაძლებლობა, მსოფლიოს რომელ ნაწილს შეიძლება შეჯახებოდა ქარიშხალი.
DAGGER-ისთვის არც ეს წარმოადგენს პრობლემას.
მას შეუძლია სწრაფად პროგნოზირებასთან ერთად, ლოგიკურად გამოიტანოს დასკვნა, პლანეტის რომელ ნაწილს ემუქრება მზის დამანგრეველი ქარიშხალი.
დედამიწაზე და არა მის ორბიტაზე ასეთი პროგნოზების გაკეთება ძალზე მნიშვნელოვანია - დროის ნებისმიერ მომენტში, როდესაც მზის ქარიშხალი შეიძლება შეეჯახოს დედამიწას, ჩვენი ბურთის ნახევარი დაცული იქნება მთელი თავისივე ნაწილით, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ "ღამეს" ვუწოდებთ.
DAGGER-ი იწყებს მონაცემების შეგროვების მასშტაბურ პროცესს, რადგან ჩვენი ვარსკვლავი, 2025 წელს, 11-წლიანი ციკლის პიკს მიაღწევს.
საკომუნიკაციო კომპანიებს რამდენიმე წელი რჩებათ იმისთვის, რათა დანერგონ DAGGER-ი საფრთხის შეფასების თავიანთ სისტემებში, სანამ მკაცრი ამინდის პირობების წინაშე აღმოვჩნდებით.