NASA დედამიწის მაგნიტურ ველში არსებულ უზარმაზარ ანომალიას აკვირდება

2
"ნასა" თვალყურს ადევნებს უცნაურ ანომალიას დედამიწის მაგნიტურ ველში 🤔
✦ საუბარია შემცირებულ მაგნიტურ ინტენსივობაზე სამხრეთ ამერიკიდან სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის თავზე.
ეს მასიური და პროგრესირებადი ფენომენი, სახელწოდებით სამხრეთ ატლანტიკური ანომალია, მრავალი წლის განმავლობაში იყო მეცნიერთა ინტერესისა და წუხილის წყარო.
სამხრეთ ატლანტიკური ანომალია (SAA), რომელსაც NASA დედამიწის მაგნიტურ ველში გაჩენილ ერთგვარ ხვრელს უწოდებს, ზოგადად არ ახდენს გავლენას დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე, მაგრამ იგივე არ შეიძლება ითქვას ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ ხომალდებზე (მათ შორის საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ამ ანომალიასთან (დედამიწასთან სიახლოვის გამო).
ასეთ დროს, ანომალიის ფარგლებში შემცირებულმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და ტექნოლოგიური სისტემების გაუმართაობა კოსმოსურ აპარატურაზე თუ მათ მზისგან გამომავალი მაღალი ენერგიის პროტონები შეეჯახებიან.
სწორედ ასეთი საფრთხეა ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ნასა" აკვირდება ამ ანომალიას.
მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ველის კონკრეტულ რეგიონებში შესუსტებაზე გავლენას ახდენს პლანეტის ღერძის დახრილობაც.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ანომალია და მისი შედეგები, ახალი კვლევები მუდმივად ნათელს ჰფენენ ამ უცნაურ მოვლენას.
მაგალითად, NASA-ს ჰელიოფიზიკოსის, ეშლი გრილის, ერთმა კვლევამ (2016) დაადგინა, რომ ფენომენი ნელა მოძრაობს, რაც დაადასტურა 2021 წლის კვლევამ.
კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ ფენომენი ორად გაყოფის პროცესშია, 2020 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფენომენი იყოფა ორ ცალკეულ უჯრედად და თითოეული წარმოადგენს მინიმალური მაგნიტური ინტენსივობის ცალკეულ უჯრედს უფრო დიდში.
ხოლო, უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც 2024-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ფენომენი დედამიწის ციალზეც ახდენს გარკვეულ გავლენას.
ცხადია, უამრავი კითხვაა ფენომენის ირგვლივ და, ცალსახად, მეტი კვლევაა საჭირო.
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.
2