Nasa-მ მარსზე 10 საათის სამყოფი ჟანგბადის წარმოება შეძლო 🙌🏼
• 2021 წლიდან, "ნასას" Perseverance როვერი მარსის უკაცრიელ ზედაპირზე დაიარება, აგროვებს ნიმუშებს და იკვლევს ტერიტორიას უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად.
ბორტზე არსებული ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტრუმენტის წყალობით, რომელსაც MOXIE ეწოდება, როვერმა პლანეტის თხელი ატმოსფეროდან ჟანგბადიც გამოიმუშავა, თუმცა კოსმოსურ სააგენტოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ასეთი მოწყობილობა მთელი კოლონიისთვის საკმარის ჰაერს აწარმოებს.
რაც შეეხება მიღწევას ციფრებში:
2021 წლის შემდეგ, როდესაც როვერი წითელ პლანეტაზე დაეშვა, MOXIE-მ მხოლოდ 122 გრამი ჟანგბადი გამოიმუშავა.
სააგენტოს მიღწევის გამოცხადების თანახმად, ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც სჭირდება პატარა ძაღლს 10 საათის განმავლობაში სუნთქვისთვის.
მიუხედავად ჟანგბადის მცირე რაოდენობით გამომუშავებისა, მიღწევა წარმოუდგენელი სამეცნიერო ამბავია.
თან გაითვალისწინეთ, რომ ჟანგბადი უკაცრიელ პლანეტაზე, რომელიც დედამიწიდან 200 მილიონ კილომეტრზე შორს არსებობს, პირველად იქნა წარმოებული.
» „ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ რესურსები მთვარეზე და მარსზე, მნიშვნელოვანია ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე გრძელვადიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მთვარის მდგრადი ეკონომიკის შესაქმნელად და საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ ეკიპაჟის მარსზე გაგზავნის კამპანიას,“ - თქვა NASA-ს ადმინისტრატორის მოადგილემ პემ მელროიმ.
• MOXIE-მ ასევე ბევრად გადააჭარბა მოლოდინს - იგი გამოიმუშავებს ორჯერ მეტ გრამ ჟანგბადს საათში, ვიდრე "ნასა" მოელოდა და ასევე შეუძლია ამ პროცესის წარმოება მარსის მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად მრავალფეროვანი გარემო პირობებისა.
ინსტრუმენტი მარსის ატმოსფეროდან რთული ელექტროქიმიური პროცესის შედეგად მიღებული ნახშირორჟანგის ყველა ატომიდან ჟანგბადის ერთ ატომს გამოყოფს.
სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ მისი მუშაობის პრინციპი.
აღსანიშნავია, რომ მიღებული ჟანგბადი გარდა ასტრონავტების მიერ მოხმარებისა, რაკეტის საწვავისთვისაც იქნება განკუთვნილი.