"Enola Holmes"-ის პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა, ფილმი დაფუძვნებულია ნენსი სპრინგერის
ამავე სახელწოდების სერიის პირველ წიგნზე. სცენარი შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი
დის, ენოლა ჰოლმსის თავგადასავლებს აღწერს, რომლის როლი ფილმში მილი ბობი ბრაუნმა მოირგო.
წარმატებული
პირველი ნაწილის შემდეგ, პროდუქცია აგრძელებს სიუჟეტის განვითარებას.
გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად "Enola Holmes"-ის მეორე ნაწილის გადაღებები დასრულებულია, რამდენიმე
დღის წინ "NetflixFilm"-მა Twitter-ზე ე.წ "behind the sense" ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ენოლა ჰოლმსის "love interest"-ი, ლორდიი ტიუკსბერი, ფილმის
შემდეგ ეპიზოდშიც გამოჩნდება.
როგორც
პროდუქცია იუწყება, მეორე ნაწილი სპრინგერის მეორე წიგნის სცენარს მიჰყვება და სრულიად
ახალ, საინტერესო თავგადასავალს სთავაზობთ მაყურებელს.
"ძალიან
მიხარია "Enola Holmse"-ის ოჯახში დაბრუნბა, ენოლა განსაკუთრებულ ადგილს
იკავებს ჩემს გულში, ის ძალიან ძლიერი, მამაცი და ჭკვიანი ადამიანია. მეც თქვენთან
ერთად, მოუთბენლად ველი გავიგო, როგორ გაგრძელდება მისი თავგადასავალი"- განაცხადა
მილი ბობი ბრაუნმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე.
ფრენჩაიზის
მეორე ნაწილის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა რადგან გადაღებები
უკვე დასრულებულია, ვარაუდობენ, რომ ის 2022-ის ზაფხულში გამოვა.
აღსანიშნავია,
რომ მილი ბობი ბრაუნთან და ლუი პარტრიჯთან (ლორნი ტიუკსბერი) ერთად, ფილმში ჰენრი კავილი ( შერლოკ ჰოლმსი),
სემ კლაფლინი (მაიკროფტ ჰოლმსი) და ჰელენა ბონემ კარტერიც (ენოლას დედა- ედორია ჰოლმსი) გამოჩნდებიან.