NORTHROP GRUMMAN-მა წყალქვეშა დრონის პროტოტიპზე მუშაობა დაასრულა

2
ამ სამხედრო წყალქვეშა დრონს Manta Ray ჰქვია ​🌊🛩️
✦ სამხედრო მენარდემ და იარაღის საერთაშორისო დილერმა Northrop Grumman-მა თავისი წყალქვეშა დრონის პროტოტიპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზე მუშაობაც ახლახან დაასრულა.
Futurism-ის თანახმად, პროტოტიპი "სრულმასშტაბიანი უპილოტო წყალქვეშა აპარატია", რომელიც შეიქმნა DARPA-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში.
DARPA თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო გახლავთ.
ვინაიდან, ამ აპარატის დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები ამბობენ, რომ იგი შეიძლება აღჭურვილი იყოს ისეთი მოწყობილობებით, როგორიცაა რადიო სიხშირეების დამხშობი, რათა მტრის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანოს.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ Manta Ray შეიძლება გამოყენებულ იქნას „წყალქვეშა რუკების შესაქმნელად, ნაღმების აღმოჩენისთვის და პასიური მეთვალყურეობისთვის“.
იგივე დანიშნულება აქვს აშშ-ს საზღვაო ძალების Orca UUV-ს, რომელიც შეიქმნა Boeing-ის მიერ.
Image: Northrop Grumman
2