Now You See Me 3 I პოპულარული ფილმის მესამე ეპიზოდი გამოვა

9
"Now You See Me" 2013-2016 წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი გახლდათ მსოფლიოში. სიუჟეტი ილუზიონისტთა ჯგუფის გარშემო ვითარდება,  ჯგუფის წევრები თავიანთი ნიჭის წყალობით ეჭვშეუტანლად ახერხებენ ბანკების გაძარცვასა და FBI-ის აგენტებთან გამკლავებას. 
როგორც აღვნიშნე, ფილმის ორი ეპიზოდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, წარმატება განპირობებული მსახიობთა შემადგენლობითაც იყო. ფილმში მთავარ როლებს ჯესი ეიზენბერგი, ვუდი ჰარელსონი, მარკ რუფალო და მორგან ფრიმენი ინაწილებდნენ. 
7 წლის შემდეგ კომპანია Lionsgate Motion Picture Group-მა გადაწყვიტა "Now You See Me"-ის კიდევ ერთი ნაწილი აწარმოოს. სავარაუდო ცნობებით ამხელა პაუზა რეჟისორისა და პროდიუსერის შეცვლამ გამოიწვია. 
თუმცა ამ მომენტისთვის Lionsgate Motion Picture Group-სგან ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ მესამე ეპიზოდი 2024 წელს გამოქვეყნდება. დამტებითი დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. 
9