ფსიქოდელიურმა ელექტრო-პოპ ჯგუფმა, რამდენიმე საათის წინ, უახლესი "თრექი" - OLGA გაუზიარა მსმენელს.
'4D MONSTER LOBSTERS'-ი ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მუსიკალური ჯგუფია საქართველოში, რომლის შემოქმედება მუდმივად პროგრესული და ექსპერიმენტებით სავსეა.
წარმატების ისტორია 2019 წელს იწყება, როცა მუსიკოსებმა, სპეციალურად Tbilisi Open Air-ის Newcomers-ის კონკურსისთვის, შემოქმედებას ოფიციალური სახე მისცეს და სრულფასოვან ჯგუფად ჩამოყალიდბნენ. პროექტში გამარჯვების მოპოვება ამავე წელსვე მოახერხეს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველზე პოპულარულ ფესტივალზე მთავარი სცენა დაიკავეს.
2019 წელს მათ გამოუშვეს პირველი ალბომი - 'Solitary Days of Alien Abduction'; 2020-ში კი, ცნობილი 'ERTOBA & GARTOBA'.
გთავაზობთ 'OLGA'-ს, რომლის ვოდეო-რგოლი გამორჩეული ესთეტიკით ხასიათდება: