One Direction-ის ვარსკვლავის, ლიამ პეინის დაკრძალვა

2
ცნობილი ბრიტანული მუსიკალური ბენდის, One Direction-ის ერთ-ერთი წევრი - ლიამ პეინი 31 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ, არგენტინის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. 
მომღერალი დაკრძალეს გუშინ ინგლისში, მის მშობლიურ ქალაქში. დაკრძალვის ცერემონიალს One Direction-ის დანარჩენი წევრებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო ჰარი სტაილსი, ზეინ მალიკი,  ნაილ ჰორანი, ლუი ტომლინსონი, ჯგუფის ერთ-ერთი ფორმატორი და მუსიკალური ინდუსტრიაში გავლენიანი პროდიუსერი, საიმონ კოველი. 
One Direction-ი მსოფლიო შოუ-ბიზნესში უდიდესი მოვლენა გახლდათ. ჯგუფმა მუსიკალურ ჩარტებში Beatls-ის რეკორდები მოხსნა, რომელიც ლეგენდარულმა მუსიკოსებმა 1960-იან წლებში დაამყარეს. მსგავსი პოპულარობა და გულშემატკივართა ასეთი სიყვარული  მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ცოტას თუ ჰქონდა.
სამწუხაროდ One Direction-ი 2016 წელს დაიშალა, მომღერლებმა კი სოლო კარიერების შექმნას მიჰყვეს ხელი.  
ამ პერიოდის შემდეგ ჯგუფის გულშემატკივართა ერთადერთი სურვილი ბენდის გაერთიანება გახლდათ, რომელზე თანხმობას წევრები არასდროს აცხადებნენ.
ლიამ პეინის მოულოდნელი გარდაცვალებას მის ნარკოდამოკიდებულებას აწერენ. ექსპერტიზის მიხედვით ლიამის სხეულში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ალკოჰოლი, კოკაინი და ანტიდეპრესანტები. სწორად ამ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადახტა სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან. 
მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ დანაშაულში წინასწარი ბრალი ედება სამ პირს. გამოძიება ისევ მიმდიანრეობს, შესაბამისად დაზუსტებული პასუხები დანაშაულთან ჯერ-ჯერობით საჯარო არ არის. 
2