Pantone-მა 2024 წლის ფერი დაასახელა. როგორც ამბობენ, Pantone-ი მოდისა და დიზაინის მოყვარულებისთვის ერთგვარი ლექსიკონია, რომელიც ყოველწლიურად წლის მთავარ ფერს ასახელებს. სისტემა დამოუკიდებელი და უნიკალურია, ის ერთგვარად სათამაშო მოედანს სთავაზობს დიზაინერებს, რომ შემოქმედებითი ექსპერიმენტები აწარმოონ მოცემული ფერის ტონალობებში.
2024 წლის ფერის სახელი “Peachy Fuzz"-ია, დახვეწილი რბილი ტონი აერთიანებს ნარინჯისფერ და ვარდისფერ ტონებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფერი მოდის გლობალურ ბაზარზე, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ხშირად გამოჩნდა.
PANTONE 13-1023 Peach Fuzz - ოფიციალური სახელი - აღწერილია, როგორც "ხავერდოვანი ნაზი ატმის ტონი, რომლის ყოვლისმომცველი სული ამდიდრებს გონებას, სხეულს და სულს."