"Netflix"-ის ცნობილი დრამის, "ალესილი კეპების" ბოლო, მეხუთე სეზონმა უამრავი კითხვა დატოვა პასუხ გაუცემელი. ეს თავისმხრივ მომავალი სეზონის მანიშნებელი გახლდათ.
გამოსვლის ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად სეზონზე მუშაობა უკვე სრულიად დასრულებულია, შესაბამისად მას 2022-ში აუცილებლად უნდა ველოდოთ. მეტიც, კილიან მერფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის თებერვალში გამოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არაფერი არ არის.
სავარაუდოა, რომ მე-6 სეზონი, "Peaky Blinders"-თვის ბოლო იქნება, ეს BBC-იმ 2021 წლის იანარში დაადასტურა, თუმცა შოუს შემქმნელმა Steven Knight-მა განაცხადა, რომ სერიალი აუცილებლად გაგრძელდება "სხვა ფორმით", შესაძლოა ეს იყოს სერიალის მე-7 სეზონი ან მხატრული ფილმი.
ახალ ეპიზოდებში "ალესილი კეპების" სახეებთან ერთად, სხვა მსახიობებიც გამოჩნდებიან, მათ შორის არის ამბერ ანდერსონ, სტივენ გრეჰემი, როუან ატკინსონ და ა.შ.