Places to visit in Tbilisi

11
Iasamani • იასამანი - თუ კვების ობიექტის შერჩევისას ინტერიერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ან თუ უბრალოდ ფოტოების გადაღება გიყვართ, ეს ადგილი ზუსტად თქვენთვის არის. რესტორანი იასამანი ლადო ასათიანის 33 ნომერში მდებარეობს. ჯერ ერთი წელიც არ გასულა მისი გახსნიდან, მაგრამ იგი უკვე ძალიან დიდი პოპულარობთ სარგებლობს . აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ იასამანის ქართული სამზარეულო და განსაკუთრებული კოქტეილები.
Puri Gulianiპური გულიანი -  ეს არაჩვეულებრივი ადგილი ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის. მითუმეტეს, თუ ეს სტუმარიც ესთეტიურ გარემოს პირველ ადგილზე აყენებს. პური გულიანი გვთავაზობს ტრადიციულ კერძებს ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუტებით. „ღია სამზარეულოსა და თანამედროვე ინტერიერის დეტალების წყალობით, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თავად გახდეს კულინარიული პროცესის მონაწილე. თბილი პურ-ფუნთუშეულის თავბრუდამხვევი სურნელი, ვისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ვისთვის კი ახალი გასტრონომიული გამოცდილება იქნება.“ - ასე ახასიათებს კაფე თავს. პური გულიანს არა ერთი ლოკაცია აქვს.
Orangery Cafe&More  • ორანჟერეა- ჩემი ფავორიტი. ინოვაციური კაფე ვაკის პარკში, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ზამთარ-ზაფხულ თბილ, ხალისიან განწყობას გვიმნის. მყუდრო გარემო, საოცარი ინტერიერი და უგემრიელესი კერძები პირველსავე მისვლაზე შეგაყვარებთ თავს.
Alubali • ალუბალი - ახლა უკვე განახლებული კაფე ალუბალი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თუ მეგობრებთან ერთად ღია სივრცეში მშვიდად დაჯდომა გსურთ. წარმოდგენილია ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები. ყურადღებას იმსახურებს მანდარინის ხეებითა და სხვა ენდემური მცენარეებით ავსებული ეზო.
Cafe Valentina •  კაფე ვალენტინა - ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სახლური გარემო ზამთარში თავს ისე მყუდროდ გაგრძნობინებთ, რომ მისი დატოვება არ მოგინდებათ. მასპინძლებიც ასეთივე თბილი და ყურადღებიანი. უგემრიელესი კერძები, გემოვნებიანი  მუსიკა და ლამაზი ინტერიერი, ნეტა სად ნახავთ ამაზე მყუდრო გარემოს?
Keto and Kote  • ქეთო და კოტე - საუკეთესო ადგილი დაბადების დღისა თუ სხვა დღესასწაულების შესახვედრად.  ძალიან, ძალიან ლამაზი ადგილი ულამაზესი საჭმლის თანხლებით. რესტორნის  სამზარეულოში გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
Olivia • ოლივია - ასევე ესთეტიური გარემოს მოყვარულებისათვის გადასარევი ადგილი. მხოლოდ ინტერიერის გამოც კი ღირს ამ კაფის ვიზიტი. დიზაინში დომინირებენ თბილი ფერები, კერძოდ კი ცისფერი. ოლივიაში ძალიან მნიშვნელოვანია საუზმე, ასე რომ, კარგს იზამთ, თუ დღის პირველ ნახევარშიც ესტუმრებით ამ არაჩვეულებრივ ადგილს. აქვთ საინტერესო სალათები, ნამცხვრები, კოქტეილები და ა.შ..
Restaurant Agaraki • რესტორანი აგარაკი - თბილისიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე... საუკეთესო ადგილი ბეთანიაში! საოცარი ინტერიერი. ჭრელი ფერები და უთბილესი, სახლური აურა. საჭმელზე საუბარიც ზედმეტია... ეს ადგილი ზამთარ-ზაფხულ თქვენს მომსახურეობაშია და მუდამ ახალისებს სტუმრებს კონცერტებითა და სხვადასხვა საინტერესო სიურპრიზებით.
11