ალბათ ყველასათვის ცნობილია,
რომ პოლიეთილენის პარკები დიდ ზიანს აყენებს გარემოს. პოლიეთილენისა და პლასტიკური
ნივთიერებების შემცველი პარკები ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების
გადამუშავებით მზადდება და გამოიყენება სხვადასხვა
პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის. . პოლიეთილენის პარკებზე გარემო პირობები და ტენი
არ მოქმედებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს მიერ დიდი რაოდენობით გამოყენებული პოლიეთილენის
ცელოფნები საკამოდ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. იგი იწვევს ზღვების, ტბებისა
და მდინარეების დაბინძურებას, შესაბამისად, ძალიან ვნებს მასში მცხოვრებ არსებებს,
აჩქარებს გლობალურ დათბობას, იწვევს ბუნებრივი რესურსების შემცირებას და ა. შ.
ამიტომაც, სასურველია
პოლიეთილენის გამოყენება მინიმუმამდე დავიყვანოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება
Plastic Watcher – ქართული სოციალური საწარმო, რომელიც პოლიეთილენის გამოყენებული პარკების
შეგროვება/გადამუშავებასა და მდგრადი გამოყენების ნივთების შექმნაზეა ორიენტირებული.ეს
ქართული კომპანია პოლიეთილენისა და პლასმასის გადამუშავებით სხვადასხვა პროდუქციას
ქმნის.
იდეის ფუძემდებელია ეკა ასათიანი, რომელიც დაუკავშირდა ნათია ბაღათურიასა და მიკა გელაშვილს და შემდგომ მათთან ერთად დაიწყო ამ ექსტრაორდინარული პროდუქციის შექმნა. ისინი ერთობლივად ამზადებენ ჩანთებს; კომპიუტერის ჩასადებებს; სკოლის ზურგჩანთებს; საწვიმრებს და ა.შ. Plastic Watcher 2019 წლიდან სხვადასხვა კონკურსებში წარმატებით იღებს მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი იყო თიბისი ბანკის საგრანტო კონკურსი, რომლის ხუთეულშიც მოხვდა ეს კომპანია.
პროექტის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს კარგად გააზრებული პოლიეთილენის პარკების გამოყენების რეალური საშიშროება. ადამიანები უფრო სწორ არჩევანს გააკეთებენ და იზრუნებენ გარემოზე თუ მათ მეტი ეცოდინებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ
ადამიანები ჩვენ გვერდით მიხვდნენ ნარჩენების გარემოში უკონტროლოდ განთავსების უბედურ
შედეგს. მათ უნდა აღზარდონ საკუთარ თავში ნარჩენების სეპარირების კულტურა. ადამიანებმა უნდა გაისიგრძეგანონ თუნდაც ელემენტარული
პროდუქტების საფრთხე, როგორიც არის საწრუპი. სასურველია, არ მოვიხმაროთ საწრუპები,
შემდეგ კი არ გადავყაროთ ისინი, რადგან ეს ნარჩენები არ დეგრადირდება და რჩება ნიადაგში
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მდგრადი მოდის ნივთების გამოყენება, ხელს შეუწყობს ადამიანებში ფიქრის გაჩენას და მათ მიერ ერთჯერადი
პოლიეთილენის პარკების გამოყენების და გარემოში პლასტმასის უკონტროლოდ განთავსების
ტენდენციის შემცირებას.მდგრადი მოდის ნივთის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ იგი
ისევ ნარჩენად არ გადაიქცეს, არამედ დროსთან ერთად გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს. ეს წამოწყება კი ცდილობს
ადამიანებს მიაწვდინოს ხმა და სწორედ ეს მოუწოდოს.